Thumbnail
  • აშშ 13:9 (3:1, 5:2, 2:3, 3:3) საქართველო
  • საქართველოს ნაკრებმა 3 ტურში 3 ქულა დააგროვა

თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი გრძელდება, რომელშიც 8 გუნდი ასპარეზობს და მათ შორის, 6 ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.

საქართველოს ნაკრებმა მე-3 ტურში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა და დამარცხდა - 9:13. სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და დეიან სტანოევიჩის გუნდმა პირველი ტაიმი 3:8 წააგო.

ქართველმა წყალბურთელებმა მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოასწორეს. მათ ჯერ მესამე პერიოდი 3:2 მოიგეს, რის შემდეგაც მეოთხე პერიოდი ფრედ 3:3 დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 ქულა დაუგროვდა. ისინი მომდევნო თამაშს უკვე მეოთხედფინალში ჩაატარებენ, სადაც მათი სავარაუდო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები