Thumbnail
  • მეისონ მაუნტმა და ბენ ჩილუელმა იზოლაციაში 10 დღე გაატარეს
  • ფეხბურთელები გუნდისგან მოშორებით ცალკე ვარჯიშობდნენ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტმა და ბენ ჩილუელმა იზოლაცია დატოვეს და გერმანიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ სათამაშოდ მზად არიან. "სამი ლომის" წევრებს იზოლაციაში 10 დღის გატარება მოუწიათ და ის დღეს დატოვეს. ორივე ფეხბურთელს კონტაქტი ჰქონდა ბილი გილმორთან, რომელსაც ინგლისთან მატჩის შემდეგ კოვიდ-19 დაუდასტურდა.

მაუნტი და ჩილუელი ორივე გუნდისგან იზოლირებულად ვარჯიშობდნენ. მათ ჩეხეთთან მატჩის გამოტოვება მოუწიათ და მზადებას მერვედფინალური შეხვედრისთვის გადიოდნენ, თუმცა პრობლემა ახლა სხვა რამეშია.

გარეთ საუთგეიტი დილების წინაშე დგას - ათამაშოს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი მაინც გერმანიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მათ 10-დღიანი იზოლაციის დრო გაუვიდათ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდნენ და არსებობს იმის ალბათობა, რომ ისინი ბოლომდე მზად არ იყვნენ გუნდს ბოლომდე ვერ მოერგონ. სწორედ ამიტომ, საუთგეიტმა შესაძლოა გერმანიასთან მატჩში ორივე ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები