Thumbnail
  • 20 მაისი / ოლიმპიკო / 22:45 / ლაციო-მილანი
  • ინტერს მხოლოდ მოგება აწყობს

იტალიის ჩემპიონატი რომის "ოლიმპიკოზე" უმნიშვნელოვანესი მატჩით სრულდება - ამ შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ წარადგენს გაისად ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას იუვენტუსთან, ნაპოლისათან და რომასთან ერთად - ლაციო თუ ინტერი.

რომელი მწვრთნელისთვის ჩაითვლება ეს სეზონი წარმატებულად სიმონე ინძაგისთვის თუ ლუჩანო სპალეტისთვის?

ლაციო (72 ქულა) ინტერს (69) ზუსტად სამი ქულით უსწრებს. იტალიის ჩემპიონატში კი ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, I წრეში მილანში ფრე იყო. ასე რომ, თუკი ინტერი რომში მოიგებს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. სხვა ყველა შედეგი ლაციოს აწყობს.

გამოკითხვა

ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში?

  • რომის ლაციო
  • მილანის ინტერი

მომავალ გუნდთან არ ითამაშებს

ლაციოს ფანები სამი მოწინავე ფეხბურთელის მდგომარეობის გამო ნერვიულობენ - ჯერ კიდევ საეჭვოა მარკო პაროლოს, ჩირო იმობილესა და ლუის ალბერტოს მდგომარეობა. მომჯობინებულმა იმობილემ პრიმავერასთან საწვრთნელ თამაშში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მცირე დაზიანება მიიღო.

ლაციოს ლიდერის, ჩირო იმობილეს თამაში საეჭვოა

იმობილე ჩემპიონატის პირველი გოლეადორია (29) და ის ინტერელ მაურო იკარდის ერთი გოლით უსწრებს. მის გარეშე ლაციო მნიშვნელოვნად დასუსტდება. ალბათ არ ითამაშებს ჰოლანდიელი მცველი სტეფან დე ვრეი, მაგრამ მიზეზი სულ სხვაა - დე ვრეი გაისად ინტერში გადადის და მას ამ შეხვედრაში ვერ ენდობიან. არადა, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თამაში სურს.

სპალეტის მთელი გუნდი ჯანზე ჰყავს რობერტო გალიარდინის გარდა. იტალიის ნაკრების წევრმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ვარჯიში ვერ ჩაამთავრა. საუკეთესო შემთხვევაში, გალიარდინის ლაციოსთან თამაშში სათადარიგოთა სკამზე თუ ვიხილავთ. 

რას ველოდოთ

ლაციომ საკუთარ თავს დააბრალოს, თუკი ჩემპიონთა ლიგას დააკლდება, ბოლო ორ ტურში რომაულმა გუნდმა 4 ქულა დაკარგა. სიმონე ინძაგის გუნდმა ვერ გამოიყენა შესანიშნავი შანსი წინა ტურში, როცა ინტერმა, ყველასთვის მოულოდნელად, შინ სასუოლოსთან წააგო (1:2). კროტონესთან მოგება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი იქნებოდა, ლაციო კი გასავარდნ ზონაში მყოფ მეტოქეს 2:2 ეთამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერი სტუმრად თამაშობს, ამ დაპირისპირებაში აუტსაიდერი ნამდვილად არ არის, თუ იმობილე ვერ ითამაშებს, მაშინ სპალეტის გუნდი მოგების ფავორიტი იქნება. 

ჩირო იმობილემ ვარჯიში შეძლო

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - ფელიპე, ბასტოსი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლეივა, ლიულიჩი - ანდერსონი, მილინკოვიჩ-სავიჩი - იმობილე

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, მირანდა, შკრინიარი, დ'ამბროზიო - ვესინო, ბროზოვიჩი - კანდრევა, რაფინია, პერიშიჩი - იკარდი

კომენტარები

ბოლო ამბები