Thumbnail

ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება, რადგან პორტუგალიის ნაკრები ტურნირს მერვედფინალში ბელგიასთან მარცხის შედეგად დაემშვიდობა. მატჩის შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა თქვა, რომ ფეხბურთელებმა იტირეს და დიდი იმედგაცრუება იყო იმ მატჩის წაგება, რომელშიც უპირატესობას ფლობდნენ.

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა, რადგან გვჯეროდა, რომ შეგვეძლო გამარჯვება, როგორც 2016 წელს. ფეხბურთელები, ისევე როგორც ჩვენი ქომაგები, ტირიან. მომავალში ბევრი რამ გვაქვს მოსაპოვებელი. 2018 წლის მუნდიალს მერვედფინალში გამოვეთიშეთ და მომდევნო წელს ერთა ლიგა მოვიგეთ. ახლა, მოუთმენლად ველოდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ვცადოთ. დღეს ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. ბელგიას 6 დარტყმა ჰქონდა და გოლი გაიტანა, ჩვენ კი 29-ჯერ დავარტყით. გულწრფელად გითხრათ, ახლა, ბევრი სათქმელი არ მაქვს. დარწმუნებული ვიყავით, რომ ფინალში გასვლა და გამარჯვება შეგვეძლო. არ არის საუბარი სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე - მათ გოლი გაიტანეს, ჩვენ კი ეს ვერ გავაკეთეთ".

რუბენ დიაში: "სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ის, რაც გვსურდა. ახლოს ვიყავით გოლის გატანასთან, პირველ ტაიმშიც თანაბარი თამაში იყო. მათ ცოტათი გაუმართლათ, რადგან ბურთი უცნაური მიმართულებით წავიდა და ბურთი კარში შევარდა. ჩვენ ბევრჯერ ახლოს ვიყავით გოლთან, მაგრამ დღეს ბურთს მათ კარში შესვლა არ სურდა".

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე უნგრეთს მოუგო (3:0), საფრანგეთთან ფრე ითამაშა (2:2), ხოლო გერმანიასთან (2:4) და ბელგიასთან (0:1) წააგო. ბელგიელები 1/4-ფინალში, 2 ივლისს, იტალიის ნაკრებს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები