Thumbnail

რუსმა სპეციალისტმა დენის ბუშუევმა ხვიჩა კვარაცხელია არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის შეადარა. მისი აზრით, ქართველი ფეხბურთელიც იმავე "გალაქტიკიდან" არის, საიდანაც ნიდერლანდელი და ფრანგი ვარსკვლავები იყვნენ.

მიუნხენ 1860-ის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ხვიჩას გერმანიის ბუნდესლიგის ტოპკლუბებში თამაში შეუძლია.

"ბუნებრივია, ხვიჩას გერმანიაში თამაში შეუძლია. ის მოთამაშეთა იმავე გალაქტიკიდან არის, საიდანაც რიბერი ან რობენი იყვნენ. შეუძლია ბუნდესლიგის პირველ ხუთ კლუბში ითამაშოს. გამაგიჟებელი ტექნიკა აქვს და კარზე დაგეშილია. გერმანიის ჩემპიონატში მსგავსი მოთამაშეები ცოტაა და შესაბამისად, ხვიჩას იქ თამაში შეუძლია", - თქვა ბუშუევმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, თანაც ზედიზედ მეორედ. მან 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და ამდენივე მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. დენის ბუშუევი კი გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს, 13 წელი თამაშობდა გერმანიაში და 2005-2016 წლებში მიუნხენ 1860-ის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები