Thumbnail

მუსლიმი ფეხბურთელების ქარტია - პრემიერლიგის ახალი ინიციატივა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მუსლიმი ფეხბურთელების უფლებებს, სპეციალური ქარტია დაიცავს
  • ინგლისის პროფესიულ დივიზიონებში, დღეს 250-მდე მუსლიმი თამაშობს

როდესაც პოლ პოგბამ პრესკონფერენციის მაგიდიდან ჰაინეკენის ბოთლი გადადგა, ამან მსოფლიო პრესის დიდი ყურადღება მიიქცია. ალკოჰოლის მიღება და რეკლამირება, მორწმუნე მუსლიმისთვის მიუღებელია და საფრანგეთის ნაკრების ლიდერიც სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ნუჯუმ სპორტსის დამფუძნებელი, ებადურ რაჰმანი თვლის, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ექნება თუ მუსლიმ ათლეტებს ორგანიზაციები სათანადო ყურადღებას მიაქცევენ. "პოგბას მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნირების ორგანიზატორებს და გუნდების ფუნქციონერებს ამ კუთხით შესაბამისი განათლება აკლიათ."

მუსლიმ ათლეტთა ქარტიამ, ოფიციალურად ფუნქციონირება გუშინ დაიწყო. როგორც რაჰმანი ამბობს, ეს პირველი მსგავსი ტიპის ორგანიზაციაა. მისი თქმით, ქარტია სპორტულ ორგანიზაციებს მუსლიმი ათლეტების სპორტულ პროცესში უკეთ ადაპტირების კუთხით დაეხმარება.

"სპორტში წლებია ვმუშაობთ, ფეხბურთის ასოციაციასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს და ვიცით, სპორტსმენები რა გამოწვევების წინაში დგანან." - ამბობს რაჰმანი. "ბევრი ორგანიზაცია ჩვენი პარტნიორია, მათ შორის პრემიერლიგა, სადაც დღეს დაახლოებით 70 მუსლიმი ფეხბურთელი თამაშობს."

რაჰმანის მიერ დაფუძნებული ქარტია, სპორტულ დაწესებულებებიში მუსლიმ მოთამაშეებს შეუქმნის სალოცავი სივრცეს, უზრუნველყოფს ჰალალის მეთოდით მომზადებულ საკვებს და ხელს შეუწყობს მათ რამადანის მარხვის დროს.

კომენტარები

ბოლო ამბები