Thumbnail

ტურ დე ფრანსი | Allez Opi-Omi - მაყურებელმა დიდი ქაოსი გამოიწვია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სერიოზული ინციდენტი ტურ დე ფრანსის პირველ ეტაპზე
  • ეტაპი ჟულიენ ალაფილიპმა მოიგო

სერიოზული ინციდენტით დაიწყო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა ტურ დე ფრანსი. პირველ ეტაპზე ერთ-ერთი მაყურებელი პლაკატით გამოედო ველომრბოლ ტონი მარტინს, ის წაიქცა, რასაც პელეტონში მასობრივი ავარია მოჰყვა. ათეულობით ველომრბოლი დაეცა, ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. რამდენიმემ კი ტურზე ასპარეზობა ნაადრევად შეწყვიტა.

ფანს, რომელმაც ეს ინციდენტი გამოიწვია, პლაკატზე ბანერით ეწერა - Allez Opi-Omi. ამით ის სავარაუდოდ, საკუთარ ბებიას და ბაბუას ესალმებოდა. ტურ დე ფრანსის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უჩივლოს ინციდენტში დამნაშავე ფანს, თუმცა Ouest-France-ის ინფორმაციით, ის მიიმალა. საიტის მტკიცებით, დამაშავე სავარაუდოდ, გერმანელია. 

აღსანიშნავია, რომ ჟულიენ ალაფილიპმა ავარიას თავი აარიდა, სწორედ მან გაიმარჯვა ტურ დე ფრანსის პირველ ეტაპზე.  

კომენტარები

ბოლო ამბები