Thumbnail

გიორგი კვირიკაშვილი: ამ გადაწყვეტილებას საქართველო უმაღლეს ლიგაში გადაჰყავს!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება
  • 2023 წელს ტურნირს ბაკურიანი უმასპინძლებს

საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, ბაკურიანში ჩატარდება.

საქართველო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

“არ შემიძლია, არ მოგილოცოთ ის წარმატება, რომელიც გუშინ საღამოს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. 

კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ ბაკურიანი და გუდაური ხდება მსოფლიო მიმართულება. ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას და არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ზამთრის მიმართულებებით გახდეს ცნობადი, არამედ ეს არის გადაწყეტილება, რომელსაც საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. 

ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას”.

კომენტარები

ბოლო ამბები