Thumbnail
  • გიორგი აბურჯანიამ კარტახენასთან კონტრაქტი არ გააგრძელა
  • ქართველი ნახევარმცველი ესპანურ კლუბს უკვე დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ესპანური კარტახენა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.

ქართველ ნახევარმცველს კარტახენა კონტრაქტის განახლებას სთავაზობდა, მაგრამ გიორგიმ კლუბიდან წასვლის გადაწყევტილება მიიღო. შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტი გახდა და უახლოეს მომავალში ახალ კლუბში გადავა.

"ეს იყო ძალიან ლამაზი ეტაპი, რომლისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ყოველთვის გისურვებთ საუკეთესოს და ვიცი, ნამდვილად ასე იქნება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - დაწერა სოციალურ ქსელში აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია კარტახენას გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. 26 წლის ქართველ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში რუსთავის მეტალურგში, გორის დილაში, თბილისის ლოკომოტივში, ფამაგუსტას ანორთოსისში, ტარაგონას ხიმნასტიკში, სევილიას მეორე გუნდში, ლუგოში, ტვენტესა და ოვიედოში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მას 20 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

📺 გიორგი აბურჯანიას ფანტასტიკური გოლი კარტახენაში

 

კომენტარები

ბოლო ამბები