Thumbnail
  • უეფამ იაოხიმ ლიოვს 'უემბლიზე' ვარჯიშზე უარი უთხრა
  • მატჩს მხოლოდ ინგლისში მცხოვრები გერმანელები დაესწრებიან  

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანიას ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩის მიმართ დიდი ინტერესია, გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირის ამ ეტაპზე ეს შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეულია.

თამაშზე პრობლემა გერმანელი ფანების დაშვება გახდა. დიდ ბრიტანეთში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, გერმანიიდან ინგლისში შესვლა შეზღუდულია.

მატჩზე დასწრებას მხოლოდ ის გერმანელები შეძლებენ, რომლებიც ინგლისში ცხოვრობენ. გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ვარაუდობს, რომ ინგლისის წინააღმდეგ ტრიბუნებიდან ბუნდესნაკრებს დაახლოებით 1 500-2 000 გულშემატკივარი გაამხნევებს.

გულშემატკივრების გარდა, გერმანიის ნაკრებს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა. იოხიმ ლიოვს სურდა, რომ მის გუნდს ბოლო ვარჯიში "უემბლიზე" გაემართა, თუმცა უეფასგან უარი მიიღო.

უეფამ მიზეზად ბალახის საფარის დაზიანების ალბათობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირების გარდა, არენაზე იტალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მერვედფინალური შეხვედრაც უნდა გაიმართოს. მოკლე დროში მოედნის საფარის ასე დატვირთვა კი მისი დაზიანების რისკს ზრდის.

კომენტარები

ბოლო ამბები