Thumbnail
  • იაპონია 12:13 (3:3, 2:4, 6:5, 1:1) საქართველო
  • საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალი მოგებით დაიწყო

თბილისში სტარტი აიღო წყალბურთში მსოფლიო ლიგის სუპერფინალმა, რომელშიც 8 ნაკრები მონაწილეობს და მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც. აღსანიშნავია, რომ 8-დან 6 მონაწილე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და საქართველოს გარდა, მხოლოდ საფრანგეთია ისეთი, რომელიც ტოკიოში არ იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში თამაშობს, რომლის პირველ ტურში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. თამაში ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ იაპონიის ნაკრები შეტევაში ბრწყინვალედ ირჯებოდა და პირველი პერიოდი ფრედ 3:3 დასრულდა. ქართველმა წყალბურთელებმა ყველაზე უკეთ მეორე მეოთხედი ჩაატარეს, რომელშიც ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა.

მესამე პერიოდში იაპონიამ სხვაობის მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო ბოლო პერიოდი ყველაზე ნაკლებშედეგიანი, მაგრამ ამავე დროს დაძაბული გამოდგა. საქართველოს ნაკრები მინიმალურ უპირატესობას ფლობდა და იაპონია უტევდა, მაგრამ ირაკლი რაზმაძის რამდენიმე შესანიშნავი სეივით სტანოევიჩის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ ანგარით 13:12 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ანდრია ბითაძე დასახელდა, რომელმაც მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა. ასევე 4 გოლით გამოირჩა ფაბიო ბარალდი.

დღესვე, B ჯგუფში მონტენეგროს ნაკრებმა აშშ-ის ნაკრები დამაჯერებლად 10:6 დაამარცხა. მე-2 ტურის შეხვედრები 27 ივნისს გაიმართება და საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება, ხოლო იაპონია და აშშ ერთმანეთს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ორივე ჯგუფიან მეოთხედფინალში ყველა გუნდის გადის. პლეი ოფში A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეოთხეადგილოსანს შეხვდება და შესაბამისი თანმიმდევრობით დაწყვილდებიან სხვა გუნდებიც.

იაპონია 12:13 (3:3, 2:4, 6:5, 1:1) საქართველო

გოლები: 0:1 შუშიაშვილი, 0:2 ბარალდი, 1:2 ოკავა, 2:2 ოკავა, 3:2 ინაბა, 3:3 ბარალდი, 3:4 ვაპენსკი, 4:4 შიგა, 4:5 ბითაძე, 4:6 ბითაძე, 5:6 ინაბა, 5:7 ბითაძე, 6:7 შიგა, 6:8 ვაპენსკი, 6:9 ბარალდი, 7:9 ინაბა, 8:9 ინაბა, 8:10 ბარალდი, 9:10 ოკავა, 10:10 არაი, 10:11 ბითაძე, 11:11 ოკავა, 11:12 მაგრაქველიძე, 12:12 არაი, 12:13 იელაჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები