Thumbnail

ლუკა გაგნიძე და მოსკოვის დინამო - მოსალოდნელი კონტრაქტის დეტალები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული მედია 18 წლის ნახევარმცველის მოსკოვის დინამოში ტრანსფერზე წერს
  • სამედიცინო შემოწმება, ხუთწლიანი კონტრაქტი და იჯარა სხვა რუსულ კლუბში 

დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველის ლუკა გაგნიძის მომავლს შესახებ რუსული მედია ახალ-ახალ ცნობებს ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, გაგნიძე, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, სულ მალე მოსკოვის დინამოში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და რუსულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

საქართველოს ჩემპიონი გაგნიძის ტრანსფერს არ ადასტურებს, რუსული წყაროები კი წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოსკოვის დინამო 1,5 მილიონ ევროს გადაიხდის. ერთი ვერსიით, მოსკოვის დინამო გაგნიძეს იჯარით თბილისურ კლუბში წლის ბოლომდე დატოვებს, მეორე ვერსიით კი, რუსეთის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრებს.

Eurostavka აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აგენტი ვალერი ოგანესიანი მართავს. 

ლუკა გაგნიძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. ეროვნულ ლიგაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს (14 თამაშიდან). "ტრანსფერმარკტი" მას 700 000 ევროდ აფასებს. გაზაფხულზე იწერებოდა, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული კლუბის, მათ შორის ტურინის იუვენტუსის სკაუტები დაინტერესდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები