Thumbnail

დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, სავარაუდოდ, დინამო მოსკოვში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას Geo_Team და რუსული "ჩემპიონატი" ავრცელებენ. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი რომშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. დასახელებულია სავარაუდო ტრანსფერის ოდენობაც - 1.5 მილიონი ევრო. 

ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ტრანსფერს არ ადასტურებს. გუნდის წარმომადგენლის თქმით, ლუკას ტრავმა აქვს და რომშიც ამიტომ იმყოფება და 2-3 დღეში გუნდის განკარგულებაში დაბრუნდება.

რუსული "ჩემპიონატი" წერს, რომ მისი წყაროები ასევე ადასტურებენ სავარაუდო ტრანსფერს და ამატებენ, რომ მოსკოვის დინამო ლუკა გაგნიძეს შეიძენს და იჯარით დინამო თბილისში დატოვებს ეროვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე. 

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. ეროვნულ ლიგაში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს (14 თამაშიდან). "ტრანსფერმარკტი" მას 700 000 ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ აპრილში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ ლუკა გაგნიძით ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული, რომ მისით ტურინის იუვენტუსის სკაუტები დაინტერესდნენ. 

📺 ლუკა გაგნიძის საგოლე პასი ქუთაისის ტორპედოსთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები