Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის დიდი სატრანსფერო გეგმები აქვს
  • გრილიშის ტრანსფერი ევროს შემდეგ გაოფიციალურდება 

Dailymail-ის ინფორმაციის თანახმად, ჯეკ გრილიში ახალი სეზონიდან მანჩესტერ სიტიში ითამაშებს. ინგლისური გამოცემა წერს, რომ "ქალაქელები" ტრანსფერს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გააოფიციალურებენ, სადაც გრილიში ინგლისის ნაკრებთან ერთად მერვედფინალშია გასული.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელებს ასტონ ვილას კაპიტნის ტრანსფერი 100 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ, რაც პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება.

თავად ასტონ ვილა ცდილობდა, რომ 25 წლის ფეხბურთელი შეენარჩუნებინა, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ასტონ ვილა ფეხბურთელის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხას მიიღებს.

მიუხედავად ამისა, მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას კიდევ ერთი დიდი ტრანსფერის განხორციელება სურს. ესპანელი სპეციალისტი ტოტენჰემის ფორვარდით ჰარი კეინით არის დაინტერესებული და მის სანაცვლოდ "ქალაელებმა" "დეზებს" ასევე 100 მილიონი ფუნტი უკვე შესთავაზეს.

კომენტარები

ბოლო ამბები