Thumbnail

NBA-ში კარიერის მე-3 სეზონს გოგა ბითაძე მესამე მწვრთნელთან ერთად დაიწყებს. გოგასთვის სადებიუტო სეზონში ინდიანა პეისერსს ნეით მაკმილანი წვრთნიდა, გასულ სეზონში ის ნეით ბიორკგრენმა შეცვალა, დღეს კი პეისერსში ცნობილი სპეციალისტი რიკ კარლაილი დაინიშნა.

61 წლის კარლაილისთვის ინდიანა უცხო კლუბი არ არის, ის 2003-2007 წლებში წვრთნიდა გუნდს და პირველივე სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გაიყვანა. რიკ კარლალილი დალასიდან გასულ კვირას მას მერე წავიდა, რაც კლუბი გენერალურმა მენეჯერმა დონი ნელსონმა დატოვა. 

ათწლეულის განმავლობაში რიკ კარლაილი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2001 წელს პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი დეტროიტში. პისტონსში მან 2 სეზონი გაატარა, გუნდი კონფერენციის ფინალში გაიყვანა და ინდიანაში გადავიდა. ბოლო 13 სეზონი რიკ კარლაილმა დალას მავერიკსში გაატარა. მართალია, ერთხელ მან კლუბს ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ 6-ჯერ მისი ხელმძღვანელობით დალასი პლეი ოფის პირველივე წრეში გავარდა, როგორც ბოლო სეზონში. მედიის ინფორმაციით, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კლუბის ლიდერ ლუკა დონჩიჩთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები