Thumbnail
  • ამერიკელების სავარაუდო განაცხადი ტოკიოს ოლიმპიადისთვის ცნობილია
  • თამაშზე თანხმობა თქვეს დურანტმა, ბუკერმა, ლავინმა, ლილარდმა და სხვებმა

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, კალათბურთის ქომაგებს კი ახლა, ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, რა შემადგენლობას წაიყვანს ტურნირზე აშშ-ს ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი არაერთმა ვარსკვლავმა თქვა, მოსალოდნელია, რომ ამერიკელებს მაინც ძალიან სოლიდური გუნდი ეყოლებათ.

ჯერ კიდევ მარტში ეროვნული ნაკრების 57 კანდიდატის სია გამოქვეყნდა, რომელიც ნელ-ნელა გაიცხრილა. ჯერ იმათზე ვთქვათ, ვინც ოლიმპიადაზე გამგზავრებაზე უარი თავად თქვა. ასეთი განცხადებები ლებრონ ჯეიმსმა, ენტონი დევისმა, ჯიმი ბატლერმა, ჯეიმს ჰარდენმა, კაირი ირვინგმა, სტეფ კარიმ, დონოვან მიტჩელმა, კრის პოლმა და კაილ ლოურიმ გააკეთეს.

სამაგიეროდ, ნაკრებში თამაშზე წინასწარი თანხმობა აქვთ გაცხადებული დემიენ ლილარდს, ბრედლი ბილს, დევინ ბუკერს, ჯრუ ჰოლიდეის, ზაკ ლავინს, კევინ დურანტს, ჯეისონ ტეიტუმს, კრის მიდლტონს, ჯერემი გრანტს, ბემ ადებაიოს, დრეიმონდ გრინსა და კევინ ლავს.

აღნიშნულ სიას არავინაც რომ არ დაემატოს, უკვე ცხადია, რომ აშშ-ს ეროვნული გუნდის დამარცხება, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ტოკიოში საკალათბურთო ტურნირი 25 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და ჩემპიონობისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს. ამერიკელები A ჯგუფში არიან საფრანგეთთან, ირანთან და ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები