Thumbnail

დანიის ნაკრების მწვრთნელი: მეგობარი კინაღამ დავკარგეთ და უკვე აღარაფრის მეშინია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დანიის ნაკრები უელსთან მატჩისთვის ემზადება
  • კასპერ ჰიულმანდს ცხოვრებაში უკვე აღარაფრის ეშინია

დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში უელსის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა თქვა, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

"დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. ხვალ, ამსტერდამში პრაქტიკულად ვერაფერს გავაკეთებთ და ამიტომ, დღევანდელი ვარჯიშის დახურვა გადავწყვიტე, რომ არავინ იცოდეს, რას ვამზადებთ. ჩვენ მზად ვართ, ყველანი კარგად არიან, მათ შორის კიაერიც. ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, პენალტებისთვისაც. შემოდგომიდან მოყოლებული, ფეხბურთელებთან პენალტებზე ვავარჯიშებ, მათ საშინაო დავალებებსაც ვაძლევ. შევისწავლე სტატისტიკა და აღმოვაჩინე, რომ ასეთ ტურნირებზე თამაშების 23% პენალტებში წყდება. უკვე შერჩეული მყავს ხუთივე შემსრულებელი და არაფრის მეშინია. გასულ დღეებში მეგობარი კინაღამ დავკარგეთ (ერიკსენი) და მატჩის ნამდვილად არ მეშინია", - თქვა ჰიულმანდმა.

დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდი

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე მერვედფინალური ეტაპი სწორედ დანიის ნაკრების მატჩით გაიხსნება და სკანდინავიელები უელსის ნაკრებს 26 ივნისს, ამსტერდამში შეხვდებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები