Thumbnail

აფრასიძის ლელო საუკეთესოებში - მსოფლიო რაგბიმ გელას შედევრი გაიხსენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველი მორაგბის გელა აფრასიძის მიერ ირლანდიასთან დადებული ჩინებული ლელო მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატების საუკეთესო ლელოებში მოხვდა.

ვიდეო მსოფლიო რაგბიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ის სწორედ აფრასიძის შეტევით იხსნება. შეგახსენებთ, რომ გელამ თავის გამოჩენა 2017 წლის ჩემპიონატზე მოახერხა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა.

უმცროსი ბორჯღალოსნები მეცხრე-მეათე ადგილებისთვის მატჩში ირლანდიას ეთამაშებოდნენ, როდესაც აფრასიძემ თავისი ნახევრიდან სოლო-რეიდი წამოიწყო, გზად რამდენიმე მეტოქეს გასცდა და “სამყურები” დაალელოვა. ქართველმა მორაგბეებმა ის თამაში დაძაბულ ბრძოლაში 18:24 წააგეს და მსოფლიოს პირველობაზე მე-10 პოზიცია დაიკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები