Thumbnail
  • ლუუკ დე იონგმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა
  • დე ბურის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი დარჩა

ნიდერლანდების ნაკრებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვს - ლუუკ დე იონგისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. 30 წლის ფორვარდმა სამწვრთნელო პროცესის დროს მუხლი დაიზიანა.

ლუუკს დე იონგმა მუხლის ტრავმა ვარჯიშის დროს, თანაგუნდელ კოდი გაკპოსთან ორთაბრძოლისას მიიღო. დე იონგმა მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ორ შეხვედრაში ითამაშა. ორივე შემთხვევაში ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

"სევილიას თავდამსხმელმა ლუუკ დე იონგმა მუხლის მყესი დაიზიანა და შედეგად, ამ ევროპის ჩემპიონატზე თამაში აღარ შეუძლია", - წერია KNVB-ს განცხადებაში.

დე იონგმა დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო

უეფას წესების მიხედვით, გუნდს მოთამაშის შეცვლის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ტრავმის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ნაკრებს მეკარე გამოაკლდება. აქედან გამომდინარე, ნიდერლანდელთა შემადგენლობა 24 კაცამდე შემცირდა, რადგან ფრანკ დე ბურმა ტურნირზე 26 ფეხბურთელის ნაცვლად 25 წაიყვანა. მან ტრავმირებული დონი ვან დე ბეეკის ნაცვლად ნაკრებში არავინ გამოიძახა.

კომენტარები

ბოლო ამბები