Thumbnail

ლობჟანიძემ ლიუნგბიუს მე-5 გოლი გაუტანა, ქართველი ფეხბურთელი რანდერსის გმირია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიუნგბიუ 1:2 რანდერსი
  • ლობჟანიძის გუნდს ბოლო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი
  • საბა გუნდის გმირია - გულშემატკივრების იმედი

საბა ლობჟანიძის რანდერსი დანიის სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. პლეი აუთის ორმატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში რანდერსმა ლიუნგბიუ 2:1 დაამარცხა. ლობჟანიძემ გოლი შეხვედრის 30-ე წუთზე გაიტანა, ქართველი მცველებს გაექცა და შორეულ ძელთან გაკეთებული პასით ანგარიში გახსნა. რანდერსმა მეორე გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, ლიუნგბიუმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერთი გოლი გაქვითა და მომდევნო მატჩისთვის შანსი შეინარჩუნა.

ლობჟანიძემ სეზონში მე-12 გოლი გაიტანა. ქართველს 12-დან ხუთი გოლი ლიუნგბიუს კარში აქვს გატანილი.

განმეორებითი შეხვედრა კლუბებს შორის 21 მაისს, რანდერსის სტადიონზე გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ რანდერსი მატჩს არ წააგებს, კლუბი დანიის სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

საბა ლობჟანიძის გოლი ლიუნგბიუს კარში

 

კომენტარები

ბოლო ამბები