Thumbnail

ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში კადისმა სარაგოსას უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ორივე კლუბი ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის და მათთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. დაძაბულ მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. კადისის გულშემატკივრებს ახსოვდათ პირველ შეხვედრის მომენტი, როდესაც გიორგი პაპუნაშვილმა მეტოქე ფეხბურთელს, ხოსე მარის, მძიმე ტრავმა მიაყენა.

რა მოხდა "რამონ დე კარანსაზე"?

შეხვედრის 56-ე წუთზე სარაგოსას მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა პაპუნაშვილი გასახურებლად გაუშვა - კადისის გულშემატკივართა დაჯგუფებამ კი სიმღერა დაიწყო: "პაპუნაშვილი მკვლელი... მკვლელი ხარ!"

კადისის გულშემატკივართა მთავარ დაჯგუფებას, ყვითელ ბრიგადას, ჩრდილოეთ ტრიბუნაც მიემხრო. გულშემატკივრებმა სიმღერა რამდენჯერმე გაიმეორეს. ლა ლიგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სიმღერა 65-ე და 68-ე წუთებზეც გაჟღერდა.

ლა ლიგა პაპუნაშვილს დაიცავს

ლა ლიგა საქმის გამოძიებას და კადისის გულშემატკივრების დასჯას აპირებს. სავარაუდოდ, "ყვითელ ბრიგადასა" და ჩრდილოეთ ტრიბუნის წარმომადგენლებს მკაცრი სასჯელი ელოდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები