Thumbnail

ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ერთი დღე დარჩა - E და F ჯგუფებში 23 ივნისს ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. 16 მერვედფინალისტიდან 12-ის ვინაობა უკვე ცნობილია. რაღა რჩება?..

ბოლო გუნდი, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიაა. მართალია, 16-დან 12 1/8-ფინალისტის ვინაობა ცნობილია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ორი წყვილია განსაზღვრული: 26 ივნისს ლონდონში იტალია ავსტრიას ეთამაშება, ხოლო ამსტერდამში უელსი - დანიას. 

1/8 ფინალისტები

ჯგუფების გამარჯვებულები: იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ინგლისი
მე-2 ადგილოსნები: უელსი, დანია, ავსტრია, ხორვატია
საუკეთესო მე-3 ადგილოსნები: შვეიცარია, საფრანგეთი
ჯერ უცნობი ადგილით: შვედეთი, საფრანგეთი

E ჯგუფი: ფურია როხა ჩარჩენის საფრთხის წინაშე

  • 📅 23 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ სლოვაკეთი V ესპანეთი
  • 📅 23 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ შვედეთი V პოლონეთი

შვედეთი გასულია და ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს, თუ პოლონეთს დაამარცხებს. 

სლოვაკეთს ქულა ჰყოფნის პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად. თუ სლოვაკეთი მოიგებს და შვედეთი ვერა, სლოვაკეთი ჯგუფს მოიგებს.

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე

ესპანეთი მოგების შემთხვევაში მერვედფინალშია. ესპანეთს ფრის შემთხვევაშიც შეუძლია გასვლა, თუ მეორე მატჩში პოლონეთი შვედეთს ვერ მოუგებს. 

პოლონეთი გადის, თუ ამარცხებს შვედეთს. 

თუ სლოვაკეთი, შვედეთი და პოლონეთი 4-4 ქულას დააგროვებენ. მათ შორის ადგილები, მათ შორის ნათამაშები მატჩების გოლების სხვაობის მიხედვით გადაწყდება. თუმცა სამივე ნებისმიერ შემთხვევაში, გასული იქნება. 

F ჯგუფი: ევროპის ჩემპიონს ქულა სჭირდება

  • 📅 23 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ გერმანია V უნგრეთი
  • 📅 23 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ პორტუგალია V საფრანგეთი

საფრანგეთი გასულია და ის ჯგუფს მოიგებს თუ პორტუგალიას დაამარცხებს ან ფრეს ითამაშებს და გერმანია ვერ მოუგებს უნგრეთს. თუ საფრანგეთი დამარცხდება და უნგრეთი მოიგებს, მათ შორის მე-2 ადგილოსანი უკეთესი გოლების სხვაობის პატრონი გახდება.

კრიშტიანო რონალდო დღევანდელ ვარჯიშზე

გერმანია 1/8 ფინალში გავა თუ არ წააგებს. ლიოვის ნაკრები პირველ ადგილს დაიკავებს, თუ მოიგებს და საფრანგეთი - ვერა. 

პორტუგალია 1/8 ფინალში გავა თუ არ წააგებს. ევროპის ჩემპიონი პირველ ადგილს დაიკავებს, თუ მოიგებს და გერმანია - ვერა. 

უნგრეთს მერვედფინალში მხოლოდ გამარჯვება გაიყვანს. 

კომენტარები

ბოლო ამბები