Thumbnail
  • ბუბა დაუშვილი ანორთოსისთან კონტრაქტს გაწყვეტს
  • თემურ ქეცბაიას გუნდი მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი დარჩა

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი უახლოეს დროში გაწყვეტს კონტრაქტს ანორთოსისთან და აპოელ-თან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 

dialogos.com.cy-ის ცნობით, დაუშვილი თემურ ქეცბაიას მომავალ გეგმებში აღარ ჯდება (ეს დღევანდელ შეხვედრაზე დადასტურდა), თავად ფეხბურთელსაც წასვლა და კარიერის აპოელ-ში გაგრძელება სურს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანორთოსისში თამაშობდნენ და აპოელ-ში გადავიდნენ დაუშვილის თანამემამულეები გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი. ასე რომ, ქეცბაიას განკარგულებაში ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი რჩება - გიორგი ლორია. 

32 წლის ბუბა დაუშვილი 2019 წლის ივლისიდან ანორთოსისში თამაშობს, ის კვიპროსში უნგრული ჰალადაშიდან გადავიდა. გასულ სეზონში მან 31 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა

კომენტარები

ბოლო ამბები