Thumbnail

შვეიცარიამ ფინეთი გააგდო, შვედეთმა ლატვიას მოუგო - ნახევარფინალისტები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფინეთი 2:3 შვეიცარია - შვეიცარიელების სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე
  • შვედეთი 3:2 ლატვია - შვედებმა მოიგეს და ნახევარფინალში ამერიკას ხვდებიან

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. ფინეთი შვეიცარიასთან დამარცხდა, ხოლო შვედეთმა ლატვიას მოუგო. ორივე ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.

► კანადამ რუსეთს ოვერტაიმში მოუგო, ჩეხეთი ამერიკასთან დამარცხდა

ფინელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს. პირველი პერიოდში ნუტივაარას შაიბით მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდში მეტოქისგან სამი შაიბა გაუშვეს და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, მაინც არავის სჯეროდა, რომ ფინეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდებოდა, მაგრამ შვეიცარიელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს, მხოლოდ ერთი შაიბა გაუშვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

შვედეთმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა. NHL-ში სეზონის დასრულების შემდეგ, ნაკრებს ფილიპ ფორსბერგი დაუბრუნდა, რომელმაც მეორე პერიოდში ანგარიში გახსნა. ლატვიელებმა გათანარება მეორე პერიოდშივე მოახერხეს, მაგრამ შვედების მიერ მესამე პერიოდში გატანილ ორ შაიბას მხოლოდ ერთხელ უპასუხეს და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები 19 მაისს გაიმართება: აშშ V შვედეთი, შვეიცარია V კანადა.

კომენტარები

ბოლო ამბები