Thumbnail

ენდი მარი: ისე ვითამაშებ, თითქოს, ეს ჩემთვის ბოლო უიმბლდონი იყოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'იმდენი უიღბლობა და ტრავმა გამოვიარე, უკვე აღარც ვიცი, რას უნდა ველოდე'
  • 34 წლის ენდი მარის უიმბლდონი 2-ჯერ აქვს მოგებული

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ 2021 წლის უიმბლდონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტურნირზე ისე ითამაშებს, თითქოს ლონდონურ კორტებზე ბოლოჯერ გადიოდეს.

“კარიერის განმავლობაში იმდენი უიღბლობა და ტრავმა მქონდა, უკვე აღარც ვიცი, რას უნდა ველოდე. ამიტომაც, ახლაც ისე ვითამაშებ, თითქოს, ეს უკანასკნელი ტურნირი იყოს. მინდა მაქსიმალურად დავიხარჯო და ასეთივე სიამოვნება მივიღო. ტურნირზე პირველი მატჩი ოთხშაბათს მიწევს, ამდენად, მინდა, მანამდე კარგი ვარჯიშები მქონდეს. უკვე ვვარჯიშობ მარინ ჩილიჩთან ერთად, კვირის ბოლოს კი როჯერ ფედერთან ვარ შეთანხმებული. ცხადია, არ მინდა, რომ ეს, ჩემთვის ბოლო უიმბლდონი იყოს, თუმცა, ამისთვისაც მზად ვარ”.

34 წლის მარიმ უიმბლდონის მოგება 2013 წელს შეძლო და გახდა პირველი ბრიტანელი ბოლო 77 წელიწადში, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია. სამი წლის შემდეგ მან ტურნირის მოგება მეორედაც მოახერხა. ამჟამად, ის ATP-ს რეიტინგში 119-ე ადგილზეა, ამდენად, უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერაფრით ხვდებოდა, თუმცა, ტურნირის ორგანიზატორთაგან “უაილდ ქარდი” მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები