Thumbnail
  • ჩრდ. მაკედონია 0:3 ნიდერლანდები
  • გოლები: 0:1 დეპაი (24), 0:2 ვეინალდუმი (51), 0:3 ვეინალდუმი (58)
  • უკრაინა 0:1 ავსტრია
  • გოლი: 0:1 ბაუმგარტნერი (21)

ფრანკ დე ბურის ნიდერლანდები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ უკვე C ჯგუფის გამარჯვებულის რანგში წარსდგა და ალბათ, ამის შედეგიც იყო, რომ აუტსაიდერად მიჩნეულ მეტოქესაც რომ თავისუფლად თამაშის საშუალება მისცა. უკვე პირველ ტაიმში ტრიჩკოვსკის გოლი მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, ტრაიკოვსკის გასროლა კი ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, “ნარინჯისფრებმა” თავისი შანსი უკეთ გამოიყენეს: ტაიმის შუაწელს მალენმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყო, საჯარიმოში დეპაის დაუგორა და ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.

თუკი პირველი ნახევრის შემდეგ გარკვეული ინტრიგა კიდევ შენარჩუნებული იყო, შესვენების შემდეგ მალევე ყველაფერი გაირკვა. ნიდერლანდების კაპიტანმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა დუბლის შესრულება მოახერხა. თავდაპირველად, მან მემფის დეპაის ჩინებული პასი დააგვირგვინა, მერე კი მისვე დარტყმულს დაამატა, რომელიც მაკედონიელთა მეკარემ მოიგერია. ორივე შემთხვევაში, “ნარინჯისფრების” კომბინაციების ნახვა ერთ რამედ ღირდა.

ვთქვათ ისიც, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა მაკედონიელთა 37 წლის ლეგენდა გორან პანდევმა, რომელიც მინდვრიდან საპატიო დერეფნით გააცილეს. საინტერესოა, რომ პანდევს ეროვნულ გუნდში 123 მატჩი და 38 გოლი მოუგროვდა, მათ შორის, ერთი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე – ავსტრიასთან.

გორან პანდევი ნაკრებიდან საპატიო დერეფნით გააცილეს

ამგვარად, ნიდერლანდები მერვედფინალში ქულათა მაქსიმალური რაოდენობით გავიდა და D/E/F ჯგუფების მესამეადგილოსნებიდან ერთ-ერთს ეთამაშება. ეს მატჩი 27 ივნისსაა დაგეგმილი. 26 ივნისს იტალიასთან ურთულესი თამაში მოუწევს ავსტრიის ნაკრებს, რომელმაც C ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავება უკრაინელთა ძლევის ხარჯზე მოახერხა. 

ამ თამაშამდე ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ავსტრია და უკრაინა ფრედ ითამაშებდნენ, ეს კი, დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე ორივე ნაკრებს გაიყვანდა. ეს ვარაუდი არ გამართლდა, რადგანაც უკრაინამ ძალიან უსახურად ითამაშა და ქომაგები სახტად დატოვა.

უკრაინას გადამწყვეტი გოლი კრისტოფ ბაუმგარტნერმა გაუტანა

გერმანელი ფრანკო ფოდას მიერ გაწვრთნილი ავსტრიელების გამარჯვება სრულიად ლოგიკური იყო, რადგანაც მათ მეტოქე აშკარად დაჯაბნეს. შეხვედრაში ანგარიში ბაუმგარტნერმა გახსნა, რომელმაც კუთხურის შემდეგ თავურით გაიტანა. მალევე მან ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შესვენებამდე თავის გამოჩენა ლაიმერსა და არნაუტოვიჩსაც შეეძლოთ, თუმცა, იმ ანდრეი შევჩენკოს გუნდი იმ მომენტებში გადარჩა. დარჩენილ დროში უკრაინელებს შეტევა მართებდათ, თუმცა, მიზნის მიღწევა ვერ მოახერხეს.

TOP - ჟორჟინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები)

'ნარინჯისფერთა' მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა არაფრის მომცემ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება ღრმა სათადარიგოებსაც მისცა, ნაკრების კაპიტანს კი როტაცია არ შეეხო. ჟორჟინიო ვეინალდუმმა ევროპის ჩემპიონატზე მე-3 მატჩიც შეუცვლელად ითამაშა, ამჯერად დუბლი შეასრულა და ცოტა დააკლდა, მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გამხდარიყო. ვეინალდუმს ევრო 2020-ზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ლიდერობას ჩეხ პატრიკ შიკთანა და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოსთან იყოფს.

FLOP - უკრაინის ნაკრები

ანდრეი შევჩენკოს გუნდს არა მხოლოდ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, არამედ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა. უკრაინელებს ავსტრიასთან, რომელიც ევროპულ გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება, ფრეც კი სავსებით დააკმაყოფილებდათ, თუმცა, ძალიან უსახურად ითამაშეს. უკრაინის ნაკრებმა მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ ერთხელ მოარტყა, ნაკრებში კი არ გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს თავის თავზე აიღებდა და თანაგუნდელებს აიყოლიებდა. უკრაინის ნაკრებმა C ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ძალიან უნდა გაუმართლოს, მერვედფინალში რომ გავიდეს.

უკრაინა 0:1 ავსტრია

გოლი: 0:1 ბაუმგარტნერი (21)

უკრაინა (4-3-3): ბუშჩანი – მიკოლენკო (86. ბესედინი), მატვიენკო, ზაბარნი, კარავაევი – ზინჩენკო, სიდორჩუკი, შაპარენკო (68. მარლოსი) – მალინოვსკი (46. ციგანკოვი), იარემჩუკი, იარმოლენკო

ავსტრია (4-2-3-1): ბახმანი – ლაინერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ალაბა – შლაგერი, გრილიჩი – ლაიმერი (72. ილზანკერი), ზაბიტცერი, ბაუმგარტნერი (33. შიოპფი) – არნაუტოვიჩი (90. კალაიჯიჩი)

ჩრდ. მაკედონია 0:3 ნიდერლანდები

გოლი: 0:1 დეპაი (24), 0:2 ვეინალდუმი (51), 0:3 ვეინალდუმი (58)

ჩრდ. მაკედონია (4-2-3-1): დიმიტრიევსკი – ალიოსკი, მუსლიუ, ველკოვსკი, რისტოვსკი – ბარდი (78. სტოიანოვსკი), ადემი (78. ნიკოლოვი) – ტრაიკოვსკი (68. ჰასანი), ელმასი, ტრიჩკოვსკი (56. ჩურლინოვი) – პანდევი (69. კოსტადინოვი).

ნიდერლანდები (3-4-1-2): სტეკელენბურგი – დე ვრი (46. ტიმბერი), დე ლიხტი, ბლინდი – დუმფრისი (46. ბერგჰუისი), დე იონგი (79. გაკპო), გრავენბერხი, ვან ანჰოლტი – ვეუნალდუმი – დეპაი (66. პრომესი), მალენი (66. ვეგჰორსტი).

კომენტარები

ბოლო ამბები