Thumbnail

კანადამ რუსეთს ოვერტაიმში მოუგო, ჩეხეთი ამერიკასთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
  • კანადა 5:4 რუსეთი - რაიან ო’რაილის ოქროს შაიბა
  • აშშ 3:2 ჩეხეთი - პატრი კეინი ამერიკის გმირია

დანიაში ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. კანადელები რუსეთს შეხვდნენ, ხოლო ამერიკელები ჩეხებს დაუპირისპირდნენ. ორივე წყვილში ფავორიტებმა იმარჯვეს.

კანადასა და რუსეთს შორის სამივე პერიოდი დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდის ერთადერთი შაიბა კოლტონ პარაიკომ გაიტანა. რუსებმა მეორე პერიოდში გათანაბრება შეძლეს - ნაგენტ-ჰოფკინისის შაიბას მიხეიევისა და ბარაბანოვის შაიბებით უპასუხეს. მესამე პერიოდში ოთხი შაიბა გავიდა და ძირითადი დრო 4:4 დასრულდა.

კანადელებმა მატჩი ოვერტაიმში მოიგეს. გადამწყვეტი შაიბა რაიან ო’რაილიმ გაიტანა. კანადა ნახევარფინალში ფინეთისა და შვეიცარიის გამარჯვებულს შეხვდება.

ამერიკამ ჩეხეთს 3:2 მოუგო. მატჩის გმირი პატრიკ კეინი გახდა, რომელმაც ჩეხებს გადამწყვეტი შაიბა გაუტანა. ჩიკაგო ბლექჰოუქსის ჰოკეისტმა მესამე პერიოდში შესანიშნავად ითამაშა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და ჩეხების მეკარე პაველ ფრანცუზი უშანსოდ დატოვა.

პატრიკ კეინი ტურნირის ბომბარდირია.
ამერიკელს 19 ქულა აქვს - 8 გოლი და 11 საგოლე პასი.

ამერიკელთა მეტოქე ნახევარფინალში შვედეთსა და ლატვიას შორის გამარჯვებული იქნება. ამერიკამ მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 1960 წელს მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები