Thumbnail

სპეციალური მაისურები ტესტებისთვის - ბორჯღალოსნები ძალადობის წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სპეციალური მაისურებით სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის წინააღმდეგ
  • ბორჯღალოსნები ''ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ'' კამპანიაში ჩაერთნენ

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში გამართავენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ.

2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პირველ (და მეორე) შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ერკინებიან.

17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დაუხვდებიან და აქაც ანალოგიური კვართებით იქნებიან შემოსილი.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე: ჩვენთვის პატივია, რომ მონაწილეობას მივიღებთ ამ პრობლემის მიმართულებით ცნობიერების ხარისხის გაზრდაში და მეტ გლობალურ ყურადღებას მივიქცევთ ასეთი სოციალური პროექტების პოპულარიზაციის კუთხით.

მოხარულები ვართ ასეთი მესიჯით რომ გავალთ ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე. გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ მსოფლიოში ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ვისაც რითი შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები