Thumbnail

7-ქალა | 2 მოგება მოლდოვასთან და მე-7 ადგილი ხორვატიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა მოლდოვას ორ თამაშში 55 ქულა გაუტანა
  • 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ალაფა მე-7 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა. ტურნირის პირველი ეტაპი ხორვატიაში, ზაგრებში ჩატარდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ორი მატჩი დათმო, რის შემდეგაც მოლდოვას 24:10 აჯობა და მეოთხედფინალში ფინეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც 0:22 დამარცხდა. 7-ქალამ მე-5 ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა და ნახევარფინალში თურქეთთან უქულოდ დამარცხდა, რის შემდეგაც მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში მოლდოვას 31:5 სძლია და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ჯგუფური ეტაპი - საქართველო 5:10 შვედეთი
ჯგუფური ეტაპი - საქართველო 0:38 უკრაინა
ჯგუფური ეტაპი - საქართველო 24:10 მოლდოვა
მეოთხედფინალი - საქართველო 0:22 ფინეთი
5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალი - საქართველო 0:17 თურქეთი
7 ადგილისთვის ფინალი - საქართველო 31:5 მოლდოვა

7-ქალას ალაფის მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

კომენტარები

ბოლო ამბები