Thumbnail

28 ივნისს ლონდონში უიმბლდონის ღია პირველობა იწყება. "დიდი სლემის" ამ ტურნირში მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს... თუ ტრავმა ხელს არ შეუშლის. ინგლისელებმა გამოაქვეყნს განთესილთა სია - 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი 25-ე ნომრით იქნება განთესილი. 

საქმე ისაა, რომ ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი ანდრეი რუბლიოვთან შეხვედრაში დაშავდა. მართალია, მან მატჩი ჩაამთავრა, მაგრამ ისტბორნის (დიდი ბრიტანეთი) ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირში, სადაც მე-4 ნომრად განთესილს უნდა ეთამაშა, ვეღარ გამოვა. ჯერჯერობით, უცნობია შეძლებს, თუ არა ნიკა უიმბლდონისთვის გამოჯანმრთელებას. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 985 ქულით ATP-ის რეიტინგში 28-ე პოზიციაზეა და ეს მისთვის წლის საუკეთესო ადგილია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის უიმბლდონის ღია პირველობა კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, 2019 წელს კი ბასილაშვილმა ლონდონში მხოლოდ 1 წრის გავლა მოახერხა: დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჯეიმს უორდს 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 სძლია, რასაც კიდევ ერთ მასპინძელ დენ ევანსთან მარცხი მოჰყვა - 3:6, 2:6, 6:7 (2:7). მაშინ ის მე-18 ნომრად იყო განთესილი.

უიმბლდონი 2021-ზე TOP 8 განთესილი ასე გამოიყურება: 1. ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2. დანიილ მედვედევი, 3. სტეფანოს ციციპასი, 4. დომინიკ ტიმი, 5. ალეკსანდერ ზვერევი, 6. ანდრეი რუბლიოვი, 7. როჯერ ფედერერი, 8. მატეო ბერეტინი. 

კომენტარები

ბოლო ამბები