Thumbnail

ბილი გილმორს კორნავირუს აქვს. ამის შესახებ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა. 20 წლის ფეხბურთელმა დადებითი პასუხის შემდეგ 10-დღიან იზოლაციაში გადაინაცვლა და თავის ნაკრებს მომავალ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება.

"შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს, რომ ეროვნული გუნდის წევრს, ბილი გილმორს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბილი 10 დღე გაატარებს თვითიზოლაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ხორვატიასთან მატჩს გამოტოვებს", - წერია განცხადებაში

პირველად სასტარტოში თამაში ახალგაზრდა საყრდენს ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან მატჩში, ინგლისის წინააღმდეგ, მოუწია. გილმორი “სამი ლომის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და უეფამ იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

შემდეგი შეხვედრა სკოტებს ხორვატიასთან აქვთ. ბილის არყოფნა მათთვის დიდი დანაკლისია. შოტლანდიელებს, ისევე როგორც ზლატკო დალიჩს გუნდს, ჯგუფში თითო ქულა აქვთ. შესაბამისად, ორივე გუნდისთვის გამარჯვება მნიშველოვანია, რადგან 3 ქულის მოპოვების შემდეგ ისინი მესამე ადგილზე გადავლენ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები