Thumbnail
  • უსმან დემბელე საფრანგეთის ნაკრებს ვეღარ დაეხმარება
  • მან ტრავმა უნგრეთთან მატჩში მიიღო

უსმან დემბელესთვის ევროპის ჩემპიონატი დამთავრებულია!

საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრავმა, რომელიც მან უნგრეთთან მატჩში (1:1) მიიღო, სერიოზული აღმოჩნდა. ბარსელონას ფეხბურთელმა უნგრეთთან შეცვალზე ითამაშა, მაგრამ ცოტა ხანში შესაცვლელი გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ დემბელეს მუხლის მყესის დაზიანება ჰქონდა და ტრავმა დამატებით კვლევებს მოითხოვდა.

მოგვიანებით დადასტურდა, რომ დემბელეს გამოჯანმრთელებას 3 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთის კონტინენტის პირველობა დასრულებულია. 24 წლის დემბელემ საფრანგეთის ნაკრები უკვე დატოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები