Thumbnail

პრემიერლიგის ახალი რეკორდი? მანჩესტერ სიტი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პეპ გვარდიოლას ასტონ ვილას ლიდერის შეძენა სურს
  • 25 წლის ჯეკ გრილიშმა გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა

ინგლისური მანჩესტერ სიტი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს და შესაძლოა, პრემიერლიგის კლუბებისთვის ახალი რეკორდიც დაამყაროს.

ცნობით, სიტი ბირმინგემის ასტონ ვილას ნახევარმცველ ჯეკ გრილიშით დაინტერესდა და დიდი ალბათობით, მის სანაცვლოდ ძალიან სოლიდურ თანხას გადაიხდის.

ამჟამად, პრემიერლიგის კლუბებისთვის რეკორდი 89 მილიონ ფუნტს უტოლდება. სწორედ ამდენი გაიღო მანჩესტერ იუნაიტედმა ტურინის იუვენტუსს პოლ პოგბასთვის. თავის მხრივ, ყველაზე დიდი თანხა, რაც ინგლისურ კლუბებს მიუღიათ, 105 მილიონი ფუნტია. ლივერპულს ეს ფული ბარსელონამ ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ გადაუხადა.

გასულ სეზონში 25 წლის გრილიშმა პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის სწორედ ასტონ ვილას აღზრდილია, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 8 თამაში აქვს გამართული.

კომენტარები

ბოლო ამბები