Thumbnail
  • კონსტანტინე ჯანაშია World’s Strongest Man-ის ფინალი წარმატებით ასპარეზობს
  • ფინალის პირველი დღის შემდეგ ‘ქართველი ხარი’ მე-4 ადგილზეა
  • ჯანაშიამ ‘კასრის გაგდებაში’ ახალი რეკორდი დაამყარა

ქართველი სტრონგმენი კონსტანტინე ჯანაშია World’s Strongest Man-ის ფინალში მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის წოდების მოსაპოვებლად იბრძვის.

წინასწარ ეტაპზე, ჯგუფში ნაჩვენები საუკეთესო შედეგით “ქართველი ხარი” ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონობისთვის პლანეტის 10 საუკეთესო სტრონგმენი იბრძვის.

ფინალური ეტაპის პირველ დღეს ჯანაშიამ ერთ-ერთ დისციპლინაში ახალი რეკორდის დამყარება შეძლო, რაც განსაკუთრებული მიღწევაა. ‘ქართველმა ხარმა’ 7,26 მეტრზე “კასრის გადაგდებაში” ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ჯანაშია ფინალში პლანეტის საუკეთესო სტრონგემენებს ეჯიბრება

რეკორდის პირველი მცდელობა ამერიკელ ფინალისტ ბობი ტომპსონს ჰქონდა, მაგრამ მისი ყველა ცდა წარუმატებელი გამოდგა. კასრთან მის შემდეგ სწორედ ჯანაშია მივიდა და პირველივე ცდით შეძლო რეკორდის დამყარება!

“ქართველმა ხარმა” აღნიშნულ დისციპლინაში ასევე კანადელ ჯეი ეფ კარონს და ბრიტანელებს, ადამ ბიშოპს და ლუკ სტოლტმანს აჯობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელ ბრაიან შოუზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება - ეს უკანასკნელი, საერთო ჩათვლაში, პირველი დღის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ფინალური ეტაპის ბოლო შეჯიბრებების წინ კონსტანტინე ჯანაშიას საერთო ჩათვლაში 18 ქულა აქვს და მსოფლიოს 10 უძლიერეს სტრონგმენს შორის მე-4 ადგილზეა. ეს უკვე ძალიან კარგი მიღწევაა იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც “ქართველმა ხარმა” ცოტა ხნის წინ გადაიტანა. როგორც იცით, ჯანაშია World’s Strongest Man-ზე ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

მსოფლიო პირველობას ბრიტანელი ტომ სტოლრმანი ლიდერობს (28,5 ქულით), რომელიც ფინალის პირველ დღეს დომინირებდა და ორი ტურნირი მოიგო. მეორე ადგილზე ბრაიან შოუა (აშშ, 23 ქულა), ხოლო მესამეზე - მაქსიმ ბუდრო (18,5). ფინალის მეორე დღეს “ქართველ ხარს” შანსი აქვს, მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვდეს, თუმცა მისი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, პირველობა და მსოფლიოს ჩემპიონობაა.

new world record 💪🏻🇬🇪💪🏻 next brian resets my record 😄💪🏻🇬🇪💪🏻 #stronglikebull

Posted by Konstantine Janashia on Saturday, June 19, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები