Thumbnail

'ჯერ ჩვენთან არ უთამაშიათ' - უელსელები დღეს იტალიასთან ომს აპირებენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

აარონ რემზის და გარეთ ბეილის უელსის ნაკრები, დღეს 20:00 საათზე იტალიას შეხვდება. მატჩამდე ინტერვიუში, უელსელთა მარჯვენა მცველმა - კონორ რობერტსმა თამაშის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა ის ფაქტი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს აარონ რემზის მომავლისათვის.

რობერტსის აზრით, რემზიმ თავის შესაძლებლობები იუვენტუსში ბოლომდე ვერ გამოავლინა და ამაზე ხაზგასმას, უელსელთა ათიანი დღეს თავისი თანაგუნდელების და სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების წინააღმდეგ შეეცდება.

გარეთ ბეილი და აარონ რემზი თურქეთთან გამარჯვებას ზეიმობენ

"მას ტურინში კარგი და ცუდი პერიოდები ჰქონდა. მაგრამ ნამდვილი რემზი მგონია, რომ იუვენტუსში არ უნახავთ. ბოლო მატჩში, თურქეთის წინააღმდეგ ვნახეთ თუ როგორი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ დღეს იტალიელებიც გაიგებენ იმას, თუ რეალურად აარონი რა კალიბრის მოთამაშეა." - ამბობს რობერტსი.

"მათ ჩვენამდე თურქეთს და შვეიცარიას მოუგეს, ევრომდეც საოცრად მოვიდნენ და ისიც ვიცით, რომ გოლს არ უშვებენ და ა.შ. მაგრამ უთამაშიათ მათ გარეთ ბეილის და აარონ რემზის წინააღმდეგ? არა..." - ასეთი ოპტიმისტური მესიჯით დაასრულა რობერტსმა ინტერვიუ, რომელიც დღეს საღამოს მანჩინის სუპერ გუნდს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები