Thumbnail

'ლევის ვესაუბრე' - კლინსმანს ტოტენჰემში დაბრუნება ძალიან უნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იურგენ კლინსმანს ტოტენჰემში დაბრუნება სურს
  • გერმანელი ამბობს, რომ კლუბის დირექტორს უკვე ელაპარაკა

ტოტენჰემ ჰოთსპურის და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი, იურგენ კლინსმანი ამბობს, რომ ტოტენჰემში ვაკანტური მთავარი მწვრთნელის პოსტის შესახებ, გუნდის დირექტორს - დენიელ ლევის ესაუბრა. 

ჟოზე მოურინიოს გაშვების შემდეგ, სპურსი მოლაპარაკებებს პაულო ფონსეკასთან, ანტონიო კონტესთან და ჯენარო გატუზოსთან აწარმოებდა. თუმცა, შეთანხმების მიღწევა ვერცერთ მათგანთან ვერ მოხერხდა.

"სპურსი დღემდე ძალიან მიყვარს..." - ამბობს კლინსმანი, რომელიც ლონდონური გუნდის ღირსებას 1994-95 და 1997-98 წლებში იცავდა. "ძალიან მინდა ეს სამსახური, მაგრამ თუ ჩემი არ ირწმუნეს, მე მათ ვერაფერს დავაძალებ."

სპურსის ფორმით, კლინსმანმა 1994-95 წლების სეზონში, ყველა ტურნირში ერთად 30 გოლი გაიტანა და საფეხბურთო პრესის მიხედვით, წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 1997-98 წლების სეზონში, კლინსმანი უაით ჰარტ ლეინზე დაბრუნდა და 15 მატჩში, 9 გოლი გაიტანა, რითიც ტოტენჰემი გავარდნას გადაარჩინა.

იურგენ კლინსმანი სხვადასხვა დროს გერმანიის ნაკრებს, მიუნხენის ბაიერნს, აშშ-ის ნაკრებს და ბერლინის ჰერტას წვრთნიდა. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები მის კარიერაში, 2006 წლის და 2014 წლის მუნდიალები გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები