Thumbnail
  • მემფის დეპაიმ ბარსელონასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ნიდერლანდელი ესპანურ კლუბს უფასოდ შეუერთდა

ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი მემფის დეპაი ბარსელონაში ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ესპანური გრანდის ვებგვერდმა დაადასტურა. დეპაიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ხელშეკრულებაც 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ის ბარსას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ფრანგულ ლიონთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ამოიწურება. დეპაი მიმდინარე ზაფხულში კატალონიელთა მე-4 ახალწვეულია სერხიო აგუეროს, ერიკ გარსიას და ემერსონი როიალის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი 2016 წლიდან ლიონში თამაშობდა და 178 შეხვედრაში 76 გოლის გატანა შეძლო. 2015/16 წლების სეზონი მან მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, ხოლო 2011-2015 წლებში პსვ ეინდჰოვენის წევრი იყო. ნიდერლანდების ნაკრებში დეპაის 66 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები