Thumbnail
  • საქართველო 1:2 ირლანდია
  • ქართველი ჩოგბურთელები ისევ მსოფლიო ჯგუფი III-ში ითამაშებენ

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი III-ში გადამწყვეტი მატჩი ირლანდიასთან 1:2 წააგო და მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

არადა, ირლანდიასთან მატჩი ქართველი ჩოგბურთელებისთვის კარგად დაიწყო. ალექსანდრე ბაკშიმ (925-ე რეიტინგში) ოსგარ ო’ჰოისინს (ურეიტინგო) 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი ყველაფერი ცუდად გაგრძელდა. ალექსანდრე მეტრეველმა (612-ე) საიმონ კართან (590-ე) 2:6, 2:6 წააგო, წყვილებში კი, ბაკში და ზურა ტყემალაძე კართან და დევიდ ო’ჰარესთან 3:6, 1:6 დამარცხდნენ.

ამდენად, ზედა დონეზე გადასასვლელად ბრძოლას ირლანდია გააგრძელებს და ეს უფლება ტურნირის მასპინძელმა კვიპროსმა და მონაკომაც მიიღეს. საქართველოს ნაკრები კი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ისლანდიას სძლია, ხოლო ხსენებული კვიპროსთან წააგო, მომავალ სეზონშიც მსოფლიო ჯგუფი III-ში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები