Thumbnail
  • ლინეკერის აზრით, ინგლისი-შოტლანდიის მატჩი ევროზე საუკეთესო იყო
  • სათვალის მაღაზია ინგლისელ ექსპერტის პოსტს ხუმრობით გამოეხმაურა 

ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარმა ბრიტანული დაპირისირება იხილა. ინგლისის ნაკრები "უემბლიზე" შოტლანდიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სკოთებისა და "სამი ლომის" დაპირისპირებას ფანები დიდი მოლოდინით ელოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისტორულ მეტოქეთა შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, მატჩი არასანახაობრივი გამოვიდა და ეს პირველ რიგში, გარეთ საუთგეიტის გუნდის ბრალია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ეს შეხვედრა ჯერ-ჯერობით მიმდინარე ტურნირზე საუკეთესო იყო.

"ჯერჯერობით, ტურნირის თამაში. აბსოლუტური თრილერი", - ეწერა ლინეკერს ტვიტერზე.

ინგლისელს პოსტის კომენტარებში ბევრი გულშემატივარი აკრიტიკებდა და დასცინოდა, თუმცა ლინეკერს გამორჩეული პასუხი სათვალის მაღაზია Specsavers-მა გასცა - "დაგვირეკეთ".

კომენტარები

ბოლო ამბები