Thumbnail

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლებისთვის 2 ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფინალში ანრი ფუტკარაძე და აჩიკო ბოლქვაძე გავიდნენ
  • ხვალვე ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 5 წევრი გავა

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში სტარტი აიღო ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველი დღის თავზე კი, ოქროს მედლის მოპოვების შანსი ორ ქართველ ფალავანს აქვს. ესენი ანრი ფუტკარაძე (65 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძე (80 კგ.) არიან.

ფუტკარაძემ ბელარუსი ზახარ იანევიჩი (3:2), გერმანელი ჰენრიკ როოსი (7:5) და რუმინელი ალექსანდრუ იონესკუ (7:3) დაამარცხა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუნდაძეს დაუპირისპირდება. 

ეს წამია ანრი ფუტკარაძემ რუმინელ მეტოქეს აჯობა და ფინალში გააღწია

თავის მხრივ, ბოლქვაძემ რუმინელ ფლორინ მანოლაჩეს (8:0), ბელარუს მაკსიმ მასიუკევიჩსა (4:2) და სომეხ სევაკ ბაგრამიანს (9:0) აჯობა და ფინალში მოლდოველ მიჰაი გუტუს გაეჯიბრება. 

დღესვე ხალიჩაზე თორნიკე ვაშაყმაძე (48 კგ.), თორნიკე შაინიძე (55 კგ.) და დავით მგელაძეც (110 კგ.) გავიდნენ, თუმცა, ტურნირს მალევე გამოეთიშნენ.

ევროპის პირველობაზე პირველი მედლები 19 ივნისს გათამაშდება და ხვალვე საქმეში დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც გავლენ. შესაბამისად, საქმეში ანრი ხოზრევანიძეს (45 კგ.), თამაზ ღლონტს (51 კგ.), რატი ხოზრევანიძეს (60 კგ.), თორნიკე მიქელაძესა (71 კგ.) და გორ აივაზიანს (92 კგ.) ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები