Thumbnail

საქართველო ერთა თასის ფინალშია! მოგება ბულგარეთის ნაკრებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 32:19 ბულგარეთი
  • ქართველი ხელბურთელები 19 ივნისს ფინალში ითამაშებენ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მესამე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო და ფინალში ითამაშებს, რომელიც 19 ივნისს გაიმართება. საქართველომ ბულგარეთს 13 ბურთით სძლია (32:19) და გადამწყვეტ მატჩში კვიპროსს შეხვდება.

ქართველი ხელბურთელები ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში მეზობელ აზერბაიჯანს გაეჯიბრნენ და 20 ბურთის სხვაობით – 36:16 დაამარცხეს, ხოლო მეორე შეხვედრაში მოლდოვას 7 ბურთით სძლიეს - 27:20.

საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძვის, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები