- კრისტიან ერიკსენის ოპერაცია გულზე წარმატებით დასრულდა
- დანიის ნაკრების ლიდერი კლინიკიდან უკვე გაწერეს
- ერიკსენი: რუსეთთან ბიჭებს, რა თქმა უნდა, მაგრად ვუქომაგებ!
- გერმანელი ექიმი: ერიკსენმა თვალები გაახილა და მითხრა - ჯერ ხომ 29 წლის ვარ
კრისტიან ერიკსენი გულზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალიდან გაწერეს!
დანიელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. 29 წლის ფეხბურთელს გულში იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი (ICD) ჩაუდგეს, რათა ორგანოს მუშაობა დარეგულირდეს.
პირველი, რაც კრისტიანმა გააკეთა, ეროვნული ნაკრების სავარჯიშო ბაზაზე მივიდა თანაგუნდელების სანახავად. დანიის ნაკრები მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენმა დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის მატჩი საათნახევრით შეწყდა.
კომენტარები