Thumbnail

არგენტინელთა 12 ლელო - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დიდი ანგარიშით წააგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო (U20) 10:82 არგენტინა (U20)
  • პუმებმა უმცროს ბორჯღალოსნებს 12 ლელო დაუდეს

16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს მოედანზე გავიდნენ და არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. საქართველომ, სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში გამართული მატჩი 72 ქულით დათმო - 10:82.

არგენტინელებმა 12 ლელოს გატანა მოახერხეს. მათ პირველი ტაიმი 21:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 61 ქულის აღება შეძლეს. ერთადერთი ლელო საქართველოს მხრიდან გიორგი მაისურაძემ (ლელო) დადო, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე შეძლო ლელოს დადება.

საქართველოს ნაკრები 23 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც 28 ივნისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები