Thumbnail
  • საუთგეიტმა განაცხადა, რომ სპონსორების როლი მნიშვნელოვანია
  • უეფაში ამბობენ, რომ ფეხბურთელების დაჯარიმებას არ აპირებენ...

გარეთ საუთგეიტმა შოტლანდიასთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე, სპონსორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომერციული პარტნიორების მხარდაჭერა ფეხბურთის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია.

ჟურნალისტის კითხვა კრიშტიანო რონალდოს და პოლ პოგბას ქმედებებს მოჰყვა. პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავებმა, საპრესკონფერენციო მაგიდიდან კოკა-კოლას და ჰაინეკენის ბოთლები გადადეს - ორივემ სხვადასხვა მიზეზით.

ჩერჩესოვის რეაქცია: რონალდოს ამბავს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სტანისლავ ჩერჩესოვიც გამოეხმაურა და კოკა-კოლას ბოთლი მეორე ბოთლის თავსახურით გახსნა.

"კოკა-კოლა? ხუმრობთ?" - თქვა რონალდომ და მსოფლიოს მოსახლეობას წყლის დალევისკენ მოუწოდა. "სამოყვარულო ფეხბურთის დონეს დიდი რესურსი და მხარდაჭერა სჭირდება..." - აცხადებს საუთგეიტი. "ამიტომ, კომერციული პარტნიორების როლი მნიშვნელოვანია."

"მესმის ამ ბიჭების. თუმცა, ყველაფრის ასე ვიწრო ჭრილში დანახვა არ შეიძლება." - ამბობდა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

უეფაში განაცხადეს, რომ ფეხბურთელებს მსგავსი ფაქტის გამო არ დასჯიან. "უეფა პირდაპირ არასოდეს დააჯარიმებს მოთამაშეებს. ქვეყნის ასოციაციებს გადაეცემათ ტურნირის დებულება და შიდა სადისციპლინო მხარე მათი მოქმედების არეალია." - განაცხადა ევრო 2020-ის ტურნირის დირექტორმა მარტინ კალენმა.

კომენტარები

ბოლო ამბები