- შვედეთი 1:0 სლოვაკეთი
- გოლი: 1:0 ფორსბერგი (77-პენ)
შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალთან უკვე ძალიან ახლოსაა. იანე ანდრესონის გუნდმა E ჯგუფის მე-2 ტურში სლოვაკეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის საკითხი პრაქტიკულად დადებითად გადაწყვიტა.
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ესპანეთთან უგოლო ფრის შემდეგ შემადგენლობაში არავითარი ცვლილება არ განახორციელა - იგივე 11-ეული გაამწესა სასტარტოში და კვლავ 4-4-2 სათამაშო სქემაზე გააკეთა არჩევანი.
სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შტეფან ტარკოვიჩმა პოლონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ ტაქტიკა უცვლელი დატოვა (4-2-3-1), ხოლო შემადგენლობაში ორი ცვლილება შეიტანა: საყრდენი ნახევარმცველი იაკუბ ჰრომადა პატრიკ ჰროშოვსკიმ შეცვალა, ხოლო ლუკაშ ჰარასლინი მარტინ კოშელნიკმა შეცვალა.
პირველ ტურში შვედეთმა ესპანეთთან ქულა მოიპოვა, სლოვაკეთმა პოლონეთს მოუგო და ორივე გუნდი კარგ განწყობაზე შეხვდა მე-2 ტურს, თუმცა, ქულებს ამ შეხვედრაშიც დიდი ფასი ჰქონდა. ამიტომაც, იყო, რომ თამაში არცთუ კარგი საყურებელი გამოდგა. პირველი ტაიმი ისე დასრულდა, რომ საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა და 45 წუთმა ძირითადად მხოლოდ ბრძოლაში ჩაიარა. ტერიტორიულ უპირატესობას შვედები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათოდ ვერ უტევდნენ და სლოვაკეთიც თავს ძალიან ადვილად იცავდა.
მე-2 ტაიმში შვედეთის უპირატესობა გაიზარდა და საგოლე მომენტის შექმნაც დაიწყო. პირველი საგოლე მომენტი 59-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარტინ დუბრავკამ სლოვაკეთის ნაკრები ეფექტური სეივით გადაარჩინა. შვედეთმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი 77-ე წუთზე გაიტანა. დუბრავკამ რობინ კუასონი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ემილ ფორსბერგმა ზუსტად შეასრულა და იანე ანდერსონის გუნდი წინ გავიდა. დარჩენილ დროში სლოვაკეთმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და შეუტია კიდეც, მაგრამ შვედეთმა სასურველი შედეგი შეინარჩუნა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ორი ტურის შემდეგ შვედეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს და E ჯგუფს ლიდერობს, ხოლო სლოვაკეთის ნაკრების აქტივში 3 ქულაა. მე-3 ტურში შვედეთი პოლონეთს, სლოვაკეთი კი ესპანეთს დაუპირისპირდება და ორივე თამაში 23 ივნისს, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.
საინტერესო ფაქტები
⚽ ემილ ფორსბერგის გოლი ევროპის ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების 365-წუთიანი მშრალი სერია დასრულდა. მანამდე შვედებს ევროზე გოლი 2016 წელს ირლანდიის ნაკრებისთვის ჰქონდათ გატანილი (3 უგოლო თამაში).
⚽ შვედეთისა და სლოვაკეთის სასტარტო შემადგენლობების საერთო საშუალო ასაკი 30 წელი და 125 დღე იყო. ეს არის ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი. პირველ ადგილზე ჯერ კიდევ საბერძნეთი - შვედეთის სასტარტო შემადგენლობების ასაკია - 30 წელი და 178 დღე (2008 წელს).
⚽ შვედეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში 26 გოლი აქვს გატანილი და აქედან 23 მე-2 ტაიმში გაიტანა - 88%. ეს შედეგი კი, ყველაზე მაღალი პროცენტია, იმ გუნდებს შორის, რომელღაც ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 3 გოლი აქვთ გატანილი.
შვედეთი 1:0 სლოვაკეთი
გოლი: 1:0 ფორსბერგი (77-პენ)
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი (88. ბენგტსონი) - ს. ლარსონი, ოლსონი (64. კლაესონი), ეკდალი (88. სვენსონი), ფორსბერგი (90. კრაფტი) - ბერგი (64. კუაისონი), ისაკი
სლოვაკეთი (4-2-3-1): დუბრავკა - პეკარიკი (65. ჰარასლინი), შატკა, შკრინიარი, ჰუბოჩანი (84. ჰანცკო) - კუცკა, ჰროსოვსკი (84. დურიში) - კოშელინიკი, ჰამშიკი (77. ბენესი), მაკი (77. ვაისი) - დუდა
კომენტარები