Thumbnail
  • სერხიო ბუსკეტსი ევროს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაინფიცირდა
  • ესპანეთის ნაკრებს კაპიტანი პოლონეთის წინააღდეგ დაუბრუნდება

ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავია - სერხიო ბუსკეტსი გამოჯანმრთელდა და ლუის ენრიკეს გუნდს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის წინააღმდეგ დაეხმარება.

სერხიო "ფურია როხას" კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის გამო ვერ ეხმარებოდა. კონტინენტის პირველობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ესპანეთის ნაკრების კაპიტანს კოვიდ-19 დაუდასტურდა და მისი იზოლაცია გახდა საჭირო.

ბუსკეტსმა ევროს პირველი შეხვედრა კოვიდ-19-ის გამო გამოტოვა

ნახევარმცველის ინფიცირებამ გუნდში ქაოსი გამოიწვია. ევროსთვის მოსამზადებლად დაგეგმილ მატჩში, რომელშიც ლუის ენრიკეს გუნდი ლიეტუვას უნდა შეხვედროდა, ესპანეთმა U21 გუნდით ითამაშა, რადგან ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშე ტესტირებას იტარებდა.

"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ეროვნული გუნდის კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი გუნდს პარასკევს შეუერთდება და მასთან ერთად გაემგზავრება სევილიაში სათამაშოდ. კატალონიელს PCR-ის ტესტის უარყოფითი პასუხი მოუვიდა და ჯანმრთელობის ყველა პროტოკოლის დაცვის შესრულების შემდეგ, ის გუნდს შეუერთდება", - წერია ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვებგვერდზე.   

სერხიომ ამ ევროზე ნაკრების პირველი შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც ესპანეთმა შვედეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, ამჟამად კი ის გუნდთან ერთადაა და ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები