- ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 7:6 (7:5) ლოიდ ჰარისი
- ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანულ ტურნირზე მორიგი მატჩი მოიგო
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო) ნახევარფინალში გააღწია.
ბასილაშვილმა მორიგი მატჩი დღეს 24 წლის სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისთან ჩაატარა და 6:4, 7:6 (7:5) მოიგო. თამაში საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და საქართველოს პირველმა ჩოგანმა 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მოაგროვა, მაშინ როდესაც მეტოქეს 14 ეისი ჰქონდა. ნიკამ 7-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ წააგო.
უკვე ცნობილია, რომ ფინალის საგზურისთვის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფ რუს ანდრეი რუბლიოვს გაეჯიბრება, რომელიც ჰალეში მე-4 ნომრადაა განთესილი. რუბლიოვმა უკვე სძლია თანამემამულე კარენ ხაჩანოვს – 6:3, 7:6 (7:5), ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს – 6:4, 6:4 და გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს – 7:6 (7:4), 6:2.
საინტერესოა, რომ ბასილაშვილი და რუბლიოვი უკვე 4-ჯერ შეხვედრიან და თანაბარი ანგარიში აქვთ. აქედან 3 მატჩი 2019 წელს შედგა, როდესაც დოჰასა და ჰამბურგში, ნიკამ შესაბამისად, 6:3, 6:4 და 7:5, 4:6, 6:3 მოიგო, ანდრეიმ კი ცინცინატიში იმარჯვა – 6:7 (4:7), 6:4, 6:2. ბოლო ქართულ-რუსული დაპირისპირება შარშან როტერდამში შედგა და რუბლიოვმა 6:2, 6:3 მოიგო.
ჰალეს ტურნიტზე ნახევარფინალური მატჩები ხვალ შედგება, დღეს კი, კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრაა დარჩენილი: ხირონი (აშშ)-ოჟიე ალიასიმი (კანადა), უმბერი (საფრანგეთი)-კორდა (აშშ).
კომენტარები