Thumbnail

უეფა ევრო 2020-ის ფინალის გადატანას აპირებს - ლონდონმა პასუხი უნდა თქვას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონმა შესაძლოა ევრო 2020-ის ფინალის მასპინძლობის უფლება დაკარგოს
  • უეფას სურს, ტურნირის ფინალურ მატჩს მაქსიმალურად  ბევრი ფანი დაესწროს
  • ლონდონისგან განსხვავებით, ბუდაპეშტში დასწრებაზე შეზღუდვები არ აქვთ  

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, რომლის ჩატარება ლონდონში, “უემბლიზეა” დაგეგმილი, შესაძლოა ბუდაპეშტში გადაიტანონ. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უეფა ასეთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ინგლისი კორონავირუსის გამო, ვერ წარმოადგენს გარანტიას, რომ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში სტადიონს გულშემატკივრებით სათანადოდ შეავსებს. 

რაც შეეხება უნგრეთის დედაქალაქს, ბუდაპეშტი ევრო 2020-ის მატჩებს ტრიბუნებზე ქომაგთა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე უკვე მასპინძლობს. 

წყაროს ცნობით, უეფამ მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს და ახლა ლონდონისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. 

ევრო 2020-ი ფინალურ მატჩს უემბლიმ უნდა უმასპინძლოს

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი ერთი წლით გადავადდა. მატჩები 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები