Thumbnail
  • ტომორი ჩელსიში აღარ დაბრუნდება
  • ინგლისელი მცველი მილანში რჩება და კარიერას სან სიროზე განაგრძობს

ჩელსის 23 წლის ფეხბურთელი, ფიკაიო ტომორი მილანში პერმანენტული ტრანსფერით გადავიდა. კანადაში გაზრდილმა ცენტრალურმა მცველმა, მილანში 2020-21 წლების სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრების წესით ითამაშა.

ინგლისელმა მილანური გუნდის ფორმით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება ერთხელ - იუვენტუსის წინააღმდეგ ტურინში შეძლო. ჩელსის აკადემიის აღზრდილი, პირველ გუნდში ფრენკ ლამპარდის დროს დაწინაურდა, თუმცა, ბოლო სეზონში, ლამპარდის ხელში ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა.

სტეფანო პიოლის გუნდმა, სერია A-ს სეზონი 79 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და მილანი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა. ტომორის კარგი ფორმის მიუხედავად, მას ინგლისის ნაკრებიდან გამოძახება არ მიუღია და ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები