Thumbnail

'ბურთი მარტივად დავთმეთ' - რა თქვეს ფოდამ და დე ბურმა მატჩის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ამსტერდამის "კრუიფ არენაზე" C ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი გაიმართა, ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ამით ფრანკ დე ბურის ნაკრებმა მერვედფინალი ჯგუფიდან პირველი ადგილით გაინაღდა. ორი ტურის შემდეგ ნიდერლანდებს 6 ქულა აქვთ, უკრაინას და ავსტრიას - 3-3, ჩრდილოეთ მაკედონია ნული ქულით ბოლო ადგილზეა და ოფიციალურად გავარდა.

ნიდერლანდელთა და ავსტრიელთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ამსტერდამში გამართული მატჩი შეაფასეს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურზეც ისაუბრეს.

ფრანკ დე ბური (ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი): ტურნირის დროს უნდა გავიზარდოთ, ეს მაშინ იგრძნობა, როცა ხვდებით, რომ ერთი გუნდი ხართ და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი გაქვთ. ყოველთვის ერთად ვმსჯელობთ, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

მემფისი დიდებული ფეხბურთელია. მას კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ მატჩებში და შემდეგ ეტაპზე ის აუცილებლად დაგვანახებს, თუ რამდენად მეტი და ბევრი შეუძლია.

დენზელ დუმფრისი (ნიდერლანდელთა მცველი): წინ წასვლისას სივრცეების შევსებას ვცდილობ. ჩვენ 5 შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მემფის დეპაი ბრწყინვალე მოთამაშეა. მის მიმართ დიდი ნდობა გვაქვს და ის დიდი ფეხბურთელია.

ფრანკო ფოდა (ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი): პირველ ტაიმში ბურთი მარტივად დავთმეთ. ნიდერლანდებს სახიფათოდ შეტევის შანსები მივეცით. სამწუხაროდ, საკმარისი შანსები ვერ შევქმენით. საკმარისად მონდომებულები არ ვიყავით, რის გამოც ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

კომენტარები

ბოლო ამბები